საქართველო-ღვინის სამშობლო

 

საქართველო ღვინის სამშობლოა.ქვეყანას ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს.

ქართველი კაცი მევენახეობასა და მეღვინეობას უძველესი დროიდან ეწევა _ ამ პერიოდში შეიქმნა ვაზისა და ღვინის მდიდარი კულტურა და დიდი ჯიშური მრავალფეროვნება, განხორციელდა ველური ვაზის გაკულტურება, დამუშავდა ვენახის გაშენებისა და მოვლის სისტემები, დაიხვეწა საღვინე ჭურჭელი და მოხდა ქვევრის კულტურის დამკვიდრება, შემუშავდა ღვინის დაყენების კახური და იმერული ტექნოლოგიები. ღვინომ შეიძინა საკრალური დატვირთვა და გადაიქცა ქართველი ერის ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთ ბაზისად საუკუნეების განმავლობაში.

ენათმეცნიერების ნაწილი აღნიშნავს, რომ სიტყვა „ღვინის” სემანტიკური მნიშვნელობა მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება და იგი სავარაუდოდ ზმნა „ღვივილიდან” არის მიღებული. ამ სიტყვის ფუძე – „ღვ” – წმინდა ქართულია და მრავალ ქართულ სიტყვაში გვხვდება.

საქართველოში დარეგისტრირებულია 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და მიკროზონები.თითოეული ღვინო გამორჩეულია გემოვნური და სასარგებლო თვისებებით.

 

 

 

 

დატოვე კომენტარი