როგორ შევარჩიოთ ღვინო?

მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა სამწუხაროდ არ იცის როგორ უნდა შეარჩიოს ღვინო და რასთან ერთად უნდა დააგემოვნოს ის, გემოს სრულყოფილად შესაგრძნობად.

პირველ როგში, შეძენისას ყურადღება ეტიკეტზე უნდა გავამახვილოთ. ხშირია შემთხვევა, როდესაც ღვინის სახელი დამახინჯებულადაა დატანილი, რაც ფალსიფიცირებულ ღვინოზე მიანიშნებს. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ღვინის სრული სახელწოდება, კატეგორია, ღვინოში შაქრის შემცველობა. თუ საუბარია მშრალ ღვინოზე, ეს პუნქტი მითითებული ვერ იქნება, რადგან მშრალ ღვინოში შაქარი უბრალოდ არ არის. იარლიყზე აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული: სერტიფიცირების კოდი, სრული დასახელება იმ ფირმისა, რომლის მიერაც არის დამზადებული ესა თუ ის ღვინო და წელი როდის  არის ჩამოსხმული.

სასურველია, იარლიყზე ასევე ფიგურირებდეს ტერმინი “ნატურალური ღვინო”. თუ ბოთლზე ასეთი წარწერა ვერ შენიშნეთ, ე.ი. თქვენ მიერ შეძენილი ღვინო არის “სინთეტიკური”. ჯობია, შეიძინოთ ისეთი ღვინო, რომლის ეტიკეტზეც მითითებული იქნება მოსავლის აღების წელი.

თუ ღვინის ხარისხის განსაზღვრა ყიდვისას ვერ მოხერხდა, მისი დეგუსტაცია უნდა შეძლოთ. სინთეტიკური ღვინის დაგემოვნების შემდეგ გემო დიდხანს ვერ გაგყვებათ. ამ ღვინოებს ეს თვისება არ გააჩნიათ. როგორც წესი, ისინი სიტკბოთი გამოირჩევა. რაც შეეხება ფერს, შესაძლოა მისი ვარირება, თუმცა სინთეტიკური ღვინოები უმეტესად ღია ფერისაა. ახლად გახსნილ ბოთლის ღვინოს თავისი სურნელი აქვს, რაც იაფფასიანი ღვინისთვის არ არის დამახასიათებელი, მას უბრალოდ ღვინის სუნი ასდის.

სასურველი ღვინის შეძენის შემდეგ,აუცილებელია იგი დაგემოვნება ისეთ პროდუქტთან ერთად, რომელიც სრულყოფილად წარმოაჩენს ღვინის გემოვნურ თვისებებს.

საფერავი-მშრალი  წითელი ღვინო, რომელსაც აქვს მუქი ბროწეულისფერი შეფერილობა, ხასიათდება მოცვისა და შინდის არომატით და ხანგრძლივი, სასიამოვნო დაბოლოებით.

დააგემოვნეთ +16-18°-ზე ცხარე საუზმესთან, კარგად შეზავებულ ხორცთან, ცოცხალ მწვანილსა და ბოსტნეულთან ერთად.საუკეთესოა კარგად შემწვარ მწვადთან და სოკოსთან ერთად.

უსახელოური-წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ნატურალური ყურძნის ღვინო.ალუბლისფერი შეფერილობის ღვინოს დაჰკრავს მოცვისა და მთის ყვავილების არომატი, აქვს შინაარსიანი და ხავერდოვანი, განუმეორებელი, გამყოლი გემო.

დააგემოვნეთ +14-15°-ზე ყველთან, დესერტთან და ხილთან.

მუკუზანი-ღვინოს ქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა, გამოირჩევა დამახასიათებელი გემოთი და სასიამოვნო ხავერდოვანი არომატით.

დააგემოვნეთ +16-18°-ზე ცხვრის ხორცთან, ყველთან და ბოსტნეულთან.

ქინძმარაული-ნახევრადტკბილი წითელი ღვინო, აქვს ძლიერი ჯიშური ბუკეტი და არომატი, ჰარმონიული და ხავერდოვანი გემო.

მიირთმევა: ყველთან, დესერტთან და ხილთან.

ხვანჭკარა-ნახევრადტკბილი წითელი ღვინო. ხასიათდება ლალისფერი შეფერილობით და აქვს განსხვავებულად ჰარმონიული, საუცხოო გემო გამორჩეული ხილის ტონებითა და მრავალფეროვანი არომატით.

დააგემოვნეთ მოხარშულ და შებოლილ ხორცთან ერთად.

 

წინანდალი-მშრალი თეთრი ღვინო. აქვს ღია ყვითელი შეფერილობა და ცოცხალი, რბილი ჰარმონიული გემო.

დააგემოვნეთ თევზთან, ყველთან, ბოსტნეულთან და ზღვის პროდუქტებთან

 

როზეღვინოს აქვს კრიალა ვარდისფერი.დაახასიათებს საზამთროსა და ალუბლის ცოცხალი არომატები.ღვინო დაგემოვნებისას ტოვებს სასიამოვნო სიტკბოს შეგრძნებას.

მიირთვით ხილთან, განსაკუთრებით მარწყვთან და ალუბალთან ერთად.

 

რქაწითელი-მშრალი თეთრი ღვინო.  მას ახასიათებს ღია ჩალისფერი შეფერილობა, სასიამოვნო ყვითელი ხილის, ჰარმონიული, გამყოლი გემო.

დააგემოვნეთ +14-15°-ზე თევთან, ყველთან და ზღვის პროდუქტებთან.

წოლიკაური-მშრალი თეთრი ღვინო.  ღია ჩალისფერი შეფერილობის ღვინოს ახასიათებს ყვითელი მსხლისა და წითელი გულაბის არომატი და ცოცხალი, სრული გემო.

დააგემოვნეთ +14-15°-ზე  თევზთან, ყველთან, ბოსტნეულთან და ხილთან.

შეგერგოთ!

გაგიმარჯოთ !

 

 

 

ხვანჭკარა

რაჭა ქართული მეღვინეობის პატარა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური მხარეა.კანონის მიხედვით რაჭის მიკროზონები სოფელ წესიდან იწყება და ქვიშარამდე გრძელდება, სინამდვილეში კი ზონა გაცილებით უფრო პატარაა. ძირითადი სოფლებია: სადმელი, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა.

სწორედ ამ ტერიტორიაზე მოდის სახელგანთქმული და უნიკალური ჯიშები,რითაც მზადდება ღვინო ხვანჭკარა.

ღვინო ხვანჭკარა ყიფიანების ღვინის სახელით იყო ცნობილი,თუმცა კომუნისტების პერიოდში ღვინოს ერთ-ერთი იმ სოფლის სახელი დაერვა, სადაც ამ ღვინოს დასამზადებლად აუცილებელი ყურძნის ჯიშები მოდიოდა.

ალექსანდრეული, მუჯურეთული, ზოგჯერ ცოტა საფერავი და ოჯალეშია ის ჯიშები, რომელთა შერწყმაც წარმოშობს ღვთიურ სასმელს-ხვანჭკარას.

ნახევრადტკბილი წითელი ღვინო ხვანჭკარა არის ადგილწარმოშობის ღვინო ბუნებრივად ნახევრადტკბილი და უმაღლესი ხარისხის. დამზადებულია ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნებისგან, რომლებიც მოყვანილია რაჭაში. ღვინოს ხასიათდება ლალისფერი შეფერილობით და აქვს განსხვავებულად ჰარმონიული, საუცხოო გემო გამორჩეული ხილის ტონებითა და მრავალფეროვანი არომატით.

დააგემოვნეთ მოხარშულ და შებოლილ ხორცთან ერთად.

გაგიმარჯოთ!

 

უსახელოური

უსახელოური ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ცაგერის რაიონში, ძირითადად ზუბი_ოყურეშის მიკროუბანში და იძლევა მაღალი ხარისხის ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის წითელ ღვინოს. ადგილობრივ მევენახეთა შორის, უფრო ხშირად ამბროლაურის და ონის რაიონში, უსახელოური ცნობილია აგრეთვე ოყურეშულის სახელწოდებითაც.

დეგუსტატორები  უსახელოურის დაგემოვნების შემდეგ ყოველთვის ამბობენ, რომ მას კენკრის სურნელი აქვს. ცხენისწყლის ფერდობებზე ეს ჯიში სწო­რედ იმ დოზითა და იმ დროს იღებს მზის სხივებსა თუ ტენიანობას, რომ მისგან უნიკალური შავი ღვინო დადგეს.

უსახელოური საკმაოდ ძვირადღირებული ღვინოა, ამას რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს, პირველ რიგში ღვინოს ფასს მისი გემოვნური თვისებები მატებს,თუმცა ასევე რაოდენობრივი სიმცირე და მიუვალი ადგილებიც ახდენს გავლენას ფასწარმოქმნაზე.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ კომუნისტებმა უსახელოური აჩეხეს, მაგრამ ისევ აღორძინდა.უსახელოურის ასაჩეხად კომუნისტებს ერთი მიზეზი ჰქონდათ – რაკი ამ ღვინით ვერ იქეიფებდი (ის შავი ღვინოა) მის ადგილას, საქეიფო, უხვმოსავლიანი ცოლიკაური გააშენეს, უსახელოურის დაკარგვით კი ამ კუთხემ ღვთის სადიდებელი ზედაშეს ღვინოც დაკარგა.

წლების შემდეგ კი პატარა სასწაული უსახელოურთან დაკავშირებითაც მოხდა – ამ ჯიშის გადაშენებით გულგახეთქილ ერთ ქართველს უცნაური აზრი მოუვიდა – ცხენისწყლის ხიდთან მანქანა გააჩერა და ზედ ტრაფარეტი დაამაგრა, – კილო უსახელოურს 10 ლარად შევიძენო. დაეჭვებულმა სოფელმა მხოლოდ რამდენიმე კილოგრამი უსახელოური შეაგროვა და… გა­ყიდა! მომდევნო წელს ყველა ოყურეშელს ვაზის სასხლავი მაკრატელი ეჭირა ხელში და უსახელოურის საკალმეებს სანთლით დაეძებდა.

დღეს უკვე აღდგენილი, უნიკალური, ჯიში მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს.ერთ- ერთი ყველაზე ცნობილი ღვინოა ქართულ ღვინოებში. დამზადებულია ლეჩხუმის რაიონის სოფელ ოყურეშში მოყვანილი უსახელოურის ჯიშის ყურძნისაგან.  ნახევრადტკბილი ნატურალური ყურძნის ღვინო,ალუბლისფერი შეფერილობის, დაჰკრავს მოცვისა და მთის ყვავილების არომატი, აქვს შინაარსიანი და ხავერდოვანი, განუმეორებელი, გამყოლი გემო.

დააგემოვნეთ ყველთან, დესერტთან და ხილთან.

გაგიმარჯოთ!

 

საქართველო-ღვინის სამშობლო

 

საქართველო ღვინის სამშობლოა.ქვეყანას ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს.

ქართველი კაცი მევენახეობასა და მეღვინეობას უძველესი დროიდან ეწევა _ ამ პერიოდში შეიქმნა ვაზისა და ღვინის მდიდარი კულტურა და დიდი ჯიშური მრავალფეროვნება, განხორციელდა ველური ვაზის გაკულტურება, დამუშავდა ვენახის გაშენებისა და მოვლის სისტემები, დაიხვეწა საღვინე ჭურჭელი და მოხდა ქვევრის კულტურის დამკვიდრება, შემუშავდა ღვინის დაყენების კახური და იმერული ტექნოლოგიები. ღვინომ შეიძინა საკრალური დატვირთვა და გადაიქცა ქართველი ერის ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთ ბაზისად საუკუნეების განმავლობაში.

ენათმეცნიერების ნაწილი აღნიშნავს, რომ სიტყვა „ღვინის” სემანტიკური მნიშვნელობა მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება და იგი სავარაუდოდ ზმნა „ღვივილიდან” არის მიღებული. ამ სიტყვის ფუძე – „ღვ” – წმინდა ქართულია და მრავალ ქართულ სიტყვაში გვხვდება.

საქართველოში დარეგისტრირებულია 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და მიკროზონები.თითოეული ღვინო გამორჩეულია გემოვნური და სასარგებლო თვისებებით.